რამდენით გაიზარდა თბილისში ბინის ფასი და გაყიდვები გასულ წელთან შედარებით | Colliers Georgia-ს მიმოხილვა

გამოქვეყნდა:

მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 063 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე უძრავი ქონების განახლებულ მიმოხილვაზე დაყრდნობით. 

კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ოქტომბერში უბნების მიხედვით, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 17%-ით, ფართო ცენტრში - 11%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-ით გაიზარდა. ამასთან, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მათი ცნობით,  საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა ამ პერიოდში 41%-ით, 221 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. „ახალ პროექტებში ტრანზაქციების 32%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი.

ოქტომბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 117%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 10%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი