ქუთაისის 2023 წლის საერთო ბიუჯეტის 45% საჯარო მოხელეების ხელფასზე დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტის განაწილებაზე მუშაობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო.
"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები ბიუჯეტის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ისინი აღნიშნულ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან ის მოსახლეობის მოთხოვნებზე ორიენტირებული არ არის.
ქუთაისის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 85 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. 39 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხის დახარჯვა საჯარო მოხელეების ხელფასებზე იგეგმება.