საქსტატის ცნობით, საქართველოში ჩამოსული და 1 წლით მცხოვრები პირები საზღვარგარეთ ძირითადად საყიდლებისთვის მიდიან

გამოქვეყნდა:

2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ჩამოსული და აქ 1 წლის განმავლობაში მცხოვრები პირები საზღვარგარეთ ძირითადად საყიდლების მიზნით წავიდნენ - რეზიდენტი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, საკვლევ პერიოდში, საყიდლებისთვის ქვეყანა 232,6 ათასმა რეზიდენტმა ვიზიტორმა დატოვა.

  • მეგობრების ან ნათესავების მოსანახულებლად ქვეყნიდან გავიდა - 115,5 ათასი რეზიდენტი ვიზიტორი;
  • პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობისთვის - 82,5 ათასი;
  • დასვენების, გართობის ან რეკრეაციის მიზნით - 76,8 ათასი;
  • მკურნალობა, გაჯანსაღებისთვის - 12,1 ათასი;
  • სხვა მიზნით - 12,4 ათასი.

საერთო ჯამში, 2022 წლის მესამე კვარტალში, სხვა ქვეყნებში ვიზიტი საქართველოს 531,8 ათასმა რეზიდენტმა ვიზიტორმა განახორციელა.

მათგან, ვიზიტორების უმრავლესობა ეწვია თურქეთს -  314,5 ათასი ვიზიტორი და რუსეთს - 79,4 ათასი ვიზიტორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი