მიხეილ სააკაშვილს დღეს ტოქსიკოლოგიური კვლევა არ ჩაუტარდა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევა არ ჩაუტარდა. ვივა მედში მისულმა სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა კვლევა იმ მიზეზით ვერ ჩაატარეს, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. თავად მიხეილ სააკაშვილს კი კვლევაზე უარი არ უთქვამს.

"პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებას შეუძლია ექსპერტიზა ორ შემთხვევაში ჩაატაროს - თუ აღძრულია ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე...მეორე იმ შემთხვევაში, თუ დაწყებულია წარმოება სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ თავად დეპარტამენტის მიერ. არც ერთი ასეთი საფუძველი არ გააჩნდათ.. უარი ვთქვით იმ მოტივით, რომ ახლა ამას ჩაატარებდნენ, შემდეგ მოსამართლე ამას დაუშვებელ მტკიცებულებად ჩათვლის, მერე კიდევ თავიდან უნდა ჩაატარონ. მათ სიტყვიერად განმარტეს, ჩვენ გვინდა მონიტორინგის მიზნით ჩავატაროთ. მონიტორინგის მიზნით ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამ წუთებში კი ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფება და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს ხვდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაწოდებლად.

ჯიშკარიანმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ექსპერტიზის შედეგებით, კიდევ უფრო დამძიმებულია
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი