მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს აცნობს

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამ წუთებში ათონელის რეზიდენციაში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აცნობს. 

ცნობილია, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის კიდევ უფრო მძიმეა და საჭიროა მისი სასწრაფო გადაყვანა საზღვარგარეთ მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სწორედ ეს წერია დასკვნაში, რომელსაც მარიამ ჯიშკარიანი სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წევრებს აცნობს. 

"ცენტრი "ემპათია"-ს განცხადება, მიხეილ სააკაშვილის დასკვნასთან დაკავშირებით: ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს." - დაწერა მარიამ ჯიშკარიანმა შეხვედრის დაწყებამდე Facebook-ზე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი