კახეთში ძლიერი სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, რა დროსაც ნამტვრევები ერთ-ერთ ადგილობრივს მოხვდა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა. ხეები წაიქცა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც შეუძლებელი იყო მანქანების გადაადგილება. სავტომობილო მოძრაობა შეფერხდა გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზეც, სადაც ასევე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია.

დაისეტყვა სოფელი ნაფარეული, დაზარალდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფელიც. სტიქიის გამო რამდენიმე სოფელს არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან დაახლოებით 150 ჭურვი იქნა გასროლილი, რამაც სტიქია შესამჩენევად შეასუსტა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი