საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადება ხაშურში, ცხამუხის მონასტერში მომხდარ დანაშაულზე, საფრთხისშემცველია და ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას - ასეთია მესამე სექტორის შეფასება.
მედიაექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შემზარავი დანაშაულების მიზეზების გადაბრალება ჟურნალისტებისთვის უკიდურესად საშიში ტენდენციაა.
"ძალიან რთულია, როდესაც საპატრიარქოდან ვისმენთ მედიის წინააღმდეგგ. ის არის თანამონაწილე ,სამწუხაროდ, იმ აგრესიის, რაც ჩვენს ქვეყანაშია ჟურნალისტების და მედიამენეჯერების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი უხეში ფორმა, წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დაარწმუნოს გავლენიანმა ორგანიზაციამ ადამიანები, თითქოსდა, მედიაორგანიზაციები ქმნიან პრობლემებს ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, რუსული დამოკიდებულების ნაწილი, რომ საზოგადოებას არ ჰქოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინბარე პროცესებზე და მხოლდო ცალმხრივად იყოს მოსახერხებელი საზოგადოების მართვა",- ამბობს ნათია კაპანაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ნათია გოგოსაშვილი აღნიშნავს, რომ ჯაღმაიძის მიერ გაკეთებული განცხადებებითა და მსგავსი "მესიჯებით" მედიის წარმომადგენლების მიმათ ძალადობის წახალისება ხდება. მისი თქმით, უახლოეს წარსულში მედიის მიმართ აგრესიის წახალისების მაგალითები საზოგადოებამ ნათლად იხილა.
ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე ხვალ შეიძლება რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, რაც არაერრთხელ მომხდარა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების გადაბრალება მედიასაშუალებებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია .
იხილეთ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება: