"მაქვს ინფორმაცია, ცდილობენ შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ" | ავტობუსში მოკლული ქალის ოჯახის განცხადება

გამოქვეყნდა:

"მაქვს ინფორმაცია, ცდილობენ შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ" - ამის შესახებ ქმრის მიერ ავტობუსში მოკლული ქალის ოჯახი საუბრობს. ეს მათი პირველი საჯარო განცხადებაა 2022 წლის 21 მაისს მომხდარის შემდეგ. 

საუბარია 7 თვის წინ, თბილისში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მებონიამ მეუღლეს ავტობუსში, 5 მცირეწლოვანის თვალწინ 12 წრილობა მიაყენა.

მოვითხოვ იმას, რომ უკმაცრესად დაისაჯოს. ანუ, სამუდამო უნდა მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩემი შვილის შემდეგ, უკვე მემგონი 9 თუ 10 მკვლელობა მოხდა, ისევ და ისევ ქმრებისგან მოკლულ ცოლებზე მაქვს აქცენტი.

მე ვიცი, რომ ჩემს შვილს, ამით, რომ მას მიუსაჯონ სამუდამო თუ 20 წელი, არაფერი ეშველება, მაგრამ მე მინდა გავუფრთხილდე სხვისი შვილების სიცოცხლეს. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მისთვის ცდილობენ, რომ ისეთი საბუთი გაუკეთონ, რომ არის იგი შეურაცხადი, რის გამოც, ის შეიძლება ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მერე თავისუფლებაზე მოხვდეს, - ამბობს მოკლული ქალის დედა. 

იხილეთ ასევე:

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი