"მოვითხოვ, სამუდამო მიუსაჯონ... ჩემს შვილს ამით არაფერი ეშველება, მაგრამ მინდა, სხვისი შვილები გადავარჩინო" | ქმრის მიერ ავტობუსში მოკლული ქალის დედა

გამოქვეყნდა:

მოკლული სოფო კვარაცხელიას ოჯახი მკვლელის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს. 31 წლის ქალის ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ბაჩო მებონიას გავლენიანი მფარველები ჰყავს და ამიტომ პროკურატურა მისთვის წარდგენილი ბრალის უფრო მსუბუქი მუხლით გადაკვალიფიცირებას აპირებს.

საუბარია 7 თვის წინ, თბილისში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მებონიამ მეუღლეს ავტობუსში, 5 მცირეწლოვანის თვალწინ 12 წრილობა მიაყენა.

მოვითხოვ იმას, რომ უკმაცრესად დაისაჯოს. ანუ, სამუდამო უნდა მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩემი შვილის შემდეგ, უკვე მემგონი 9 თუ 10 მკვლელობა მოხდა, ისევ და ისევ ქმრებისგან მოკლულ ცოლებზე მაქვს აქცენტი.

მე ვიცი, რომ ჩემს შვილს, ამით, რომ მას მიუსაჯონ სამუდამო თუ 20 წელი, არაფერი ეშველება, მაგრამ მე მინდა გავუფრთხილდე სხვისი შვილების სიცოცხლეს. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მისთვის ცდილობენ, რომ ისეთი საბუთი გაუკეთონ, რომ არის იგი შეურაცხადი, რის გამოც, ის შეიძლება ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მერე თავისუფლებაზე მოხვდეს, - ამბობს ქალი. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი