ლიანა ჯოჯუა UFC-ის "მებრძოლთა კუნძულის" პირველი ქალი გამარჯვებულია

გამოქვეყნდა:

ლიანა ჯოჯუას პირველი გამარჯვება პროფესიონალურ ოქტაგონზე - UFC-ის "მებრძოლთა კუნძულზე" პირველმა ქართველმა ქალმა მოიპოვა გამარჯვება. ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა, ქართველმა მოწინააღმდეგე დიანა ბელბიცე მტკივნეული ილეთით შებოჭა და მას დანებება აიძულა. ჯოჯუას ამჟამად პროფესიულ ორთაბრძოლებში ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს.  

შემდეგი ქართველი "მებრძოლთა კუნძულზე" ნახევრადმძიმე წონაში მოასპარეზე რომან დოლიძე გამოვა. დოლიძე უკვე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება. მისი მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვი იქნება. ორთაბრძოლა 19 ივლისს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი