წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა - ნახეთ რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად
გამოქვეყნდა:
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული - 26.0 პროცენტი
პური და პურპროდუქტები - 23.8 პროცენტი
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 22.0 პროცენტი