"შაქარას" ჩემპიონატი - სამოქალაქო სექტორის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო სექტორი ახალი ინიციატივით გამოდის, წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატს სასტიკად მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი ეწოდოს. ხელმოწერების შეგროვება მალე დაიწყება და მოწოდება ფეხბურთის ფედერაციას გადაეგზავნება.

შაქარას გარეშე კი მისი ყოფილი თანაგუნდელები უკვე 25 დღეა ვარჯიშს მძიმე ემოციებით და წუთიერი დუმილით იწყებენ. გასახდელიდან მინდორამდე გზას, წლებია, ერთად გადიოდნენ. ახლა ყველა ვარჯიში წუთიელი დუმილით იწყება. სწამთ რომ 40 დღე ის მათთანაა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, მისი ემოციური წერილიც გავცელდა, სადაც ის მეგობრებს ასაკობრივ ნაკრებში გამოძახების სიხარულზე წერდა. გახარებულ ფეხბურთელს იხსენებს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელიც. რამაზ სვანაძე ამბობს, რომ შაქარაში მან მონდომებული და მოტივირებული ახალგაზრდა დაინახა. 

თანატოლები და ისინი, ვისაც მასთან ფეხბურთი პროფესიულ თუ სამოყვარულო დონეზე უთამაშიათ, აქცენტს შაქარას ბურთის განსხვავებულ ფლობასა და ტექნიკაზე აკეთებენ. უბანში მის დამატებაზე, სულაც ტაციაობა იყო. გასაოცარია, რომ მან ყველაზე პატარებისთვისაც მოასწრო თავის შეყვარება და საჭირო რჩევების მიცემაც.

რით შეგვიძლია საზოგადოებამ ჩვენი დანაშაული გამოვისყიდოთ, ამ ფიქრებმა გიგა მაქარაშვილი საინტერესო იდეამდე მიიყვანა, იდეა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ახლა ის უკვე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრასა და ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

იქნება თუ არა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი შაქარას სახელობის ჯერაც უცნობია. 19 წლის ფეხბურთელის სასტიკმა მკვლელობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც გააერთიანა, ამერიკაშიც და უკვე შვედეთში, დიდ საფეხბურთო მოედანზე ფანებმა უკვე ნახეს მაისურები წარწერით "შაქარა". 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი