"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ALDE-ს მიერ მიღებული რეზოლუცია მისთვის საინტერესო არ არის.
საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც ALDE-მ გუშინ, 3 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირში შესვლა უნდა აეკრძალოს ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც "ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო".
"მთავარ არხთან" საუბრისას ლაშა ჩხიკვაძეს რეზოლუციასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და თქვა, რომ ევროპაში "კიდევ ივლის".
"კომენტარის გარეშე, ALDE ჩემთვის საინტერესო არ არის. [ევროპაში] კიდევ ვივლი, ძალიან მშვიდად ბრძანდებოდეთ თქვენ", - თქვა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.
ცნობისთვის, ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეს პირველ ინსტანციაში განიხილავდა. ე.წ. მანქანის ეპიზოდზე, მან მთავარი არხის გენერალურ დირექტორს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.