"ეს წუთია ალდეს პოლიტიკურმა ჯგუფმა ახალი რეზოლუცია მივიღეთ!" - ამის შესახებ ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ავრცელებს. რეზოლუციის ავტორი - სტრატეგია აღმაშენებელია.
რეზოლუციის ძირითადი მოწოდებებია:
- ქართველ ხალხს - მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე
- საქართველოს მთავრობას - დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ივანიშვილის გავლენების ჩამოშორებას პოლიტიკიდან, სასამართლოდან, პარლამენტიდან, სამართალდამცვებიდან
- ირაკლი კობახიძემ შეწყვიტოს დასავლეთზე თავდასხმები, შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება, შეეშვას რუსულ რიტორიკას
- პრორუსებს და უმცირესობებზე მოძალადე ჯგუფებს - დაუწესდეს ევროკავშირში შესვლის აკრძალვა მორგოშიას, როგორც 5 ივლისის ძალადობის ერთერთ ორგანიზატორს
- აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა ლაშა ჩხიკვაძეს, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს
- საქართველოს პრეზიდენტს - დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.
ALDE-ს საგანგებო რეზოლუციაზე წერს "ლელო- საქართველოსთვის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.
"ALDE მკაცრად გმობს პოლიტიკურ დევნას ლელოს ლიდერების, ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ;
2022 წლის 8 ნოემბერს, ევროპული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ "სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძის საპარლამენტო მანდატის წასართმევად, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო გამოვლინებაა.