პაციენტი, რომელიც ახალდაბასთან კატასტროფის მანქანით ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

პაციენტი, რომელიც ახალდაბასთან კატასტროფის მანქანით ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა, - ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის" კარიბჭე" ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით,  85 წლამდე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.  დაშავებული 2 პირი ამ დრომდე ხაშურის კლინიკაში რჩება, ხოლო მეოთხე პაციენტი თბილისშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, ავარია ახალდაბასთან 4 დეკემბერს საღამოს მოხდა. კატასტროფის ცენტრის მანქანა, ჯერ პოლიციის ავტომობილს, შემდეგ კი ტრაილერს დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი