ეკონომისტები პროდუქტებზე ფასების მატების ახალი ტალღის მოლოდინში არიან. სპეციალისტების ვარაუდით, ახალი წლის მოახლოებასა და მოთხოვნის გაორმაგების პარალელურად, დიდი ალბათობით პროდუქტების გაძვირება გარდაუვალი იქნება.
ამავეს ადასტურებს ინფლაციის ინდექსი, რომელიც დასავლური ანალოგების მსგავსად საქართველოშიც შეიქმნა და მას ხაჭაპურის ინდექსი ჰქვია.