"დიდება გმირებს!" | თავისუფლების მოედანზე უკრაინაში დაღუპული 33 გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

გამოქვეყნდა:

თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან არსებულ წარწერასთან "მშვიდობის ქალაქი", რომელიც თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ გაანათა, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. 

ადგილზე მათ უკრაინის ომში დაღუპული 33 ქართველი გმირის ფოტო მიიტანეს, წარწერი წინ არსებულ მოაჯირზე მიამაგრეს და მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ სანთლები დაანთეს. 

ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში "აფხაზურმა ამბებმა" გაავრცელა:

მოჩვენებითია "მშვიდობა", მაშინ როდესაც შენს დაუძინებელ მტერს მოძმე ერი ებრძვის უკვე 9 თვეზე მეტია. თავის მოტყუებაა "მშვიდობა", როცა ამ ომში შენი 33 მოქალაქე დაიღუპა. არ არსებობს "მშვიდობა", როცა ოკუპირებული ხარ!

ეს წარწერა დედაქალაქის მთავარ მოედანზე არის შეურაცხყოფა თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით იმ გმირების მიმართ, ვინც საერთო მტერს ებრძვიან უკრაინაში.

ჩვენ დავაფიქსირეთ პატივისცემა დაღუპული გმირების მიმართ და კიდევ ერთხელ დავანახეთ ხელისუფლებას, რომ ,,მშვიდობა" ყალბია, როცა მეგობარს უჭირს... "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად..."

დიდება გმირებს!, - დაწერა ორგანიზაციამ.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მერიამ სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" 4 დეკემბერს გაანათა

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი