ქართული ჭიდაობა ახალ სკანდალში | "ფალავნობა 2022" "როსნეფტის" ბანერის ფონზე ჩატარდა

გამოქვეყნდა:

რუსული - ქართული ჭიდაობა. ტრადიციული სპორტის სახეობა ახალ სკანდალში ეხვევა. ფალავნობა 2022 კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის პატრონაჟით და დაფინანსებით გაიმართა. ასამდე ქართველი მოჭიდავე, რამდენიმე ასეული გულშემატკივრის თვალწინ საქართველოს პირველობისთვის ომის დამფინანსებელი კომპანიის მთავარი სიმბოლოს ფონზე იბრძოდა. ჩემპიონატი ქუთაისში ჩატარდა და ტურნირს ოფიციალური პირებიც დაესწრნენ. 

ახლა ქართული ჭიდაობის ფედერაცია, ქუთაისის სპორტის სასახლის ადმინისტრაცია და მერია თავს იმართლებენ. სხვადასხვა ვერსიით როსნეფტის ბანერი შემთხვევით, ან დაუდევრობის გამო მოხვდა საჭიდაო ხალიჩის გარშემო. მაგრამ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც რუსული კომპანია ან რუსი პოლიტიკოსები ქართულ ჭიდაობასთან კავშირში არიან შემჩნეული. ცოტა ხნის წინ მკაცრი კრიტიკა მოჰყვა კახეთში სახალხო შეჯიბრზე რუსი დეპუტატის ჩასვლას, რომელმაც ფულადი პრემიები დაარიგა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი