[VIDEO] ძლიერი ხანძარია ბათუმში, სადაც ერთ-ერთი რესტორანი იწვის - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ძლიერი ხანძარია ამ წუთებში ბათუმში სადაც ერთ-ერთი რესტორანი იწვის. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი შენობის ბოლო სართულებსაა მოდებული. 

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, შენობაში, სადაც ძლიერი ხანძარია, ევაკუაცია უკვე განხორციელდა და იქ ადამიანები არ იმყოფებიან. ამის შესახებ "მთავარი არხის" აჭარის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება. 
როგორც კი ინფორმაცია დაზუსტდება, ახალ დეტალებს შეგატყობინებთ. 

 იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი