გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, შენობაში, სადაც ძლიერი ხანძარია, ევაკუაცია უკვე განხორციელდა და იქ ადამიანები არ იმყოფებიან. ამის შესახებ "მთავარი არხის" აჭარის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება.
ირკვევა, რომ ცეცხლი შენობის ბოლო სართულებს მოედო, სადაც ერთ-ერთი რესტორანი მდებარეობს. სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. როგორც კი ინფორმაცია დაზუსტდება, ახალ დეტალებს შეგატყობინებთ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
იხილეთ ასევე: