ხუდონჰესის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება - დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და ის სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდება. ლევან დავითაშვილის თქმით, ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება. მასზე აუქციონი მომავალ წელს გამოცხადდება.

"ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში." თქვა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი