"ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა" - სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0%-ზე დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11.0 პროცენტზე დატოვა. სებ-ის განცხადებით, ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა, მას შემცირების ტენდენცია აქვს.

"საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და ნოემბერში 10.4% შეადგინა, მას შემცირების ტენდენცია აქვს. 

ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება. ამავდროულად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები სწრაფი ტემპით შემცირებას განაგრძობს, რაც იმპორტირებული პროდუქტების ფასებზეც უნდა აისახოს.

თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამ რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს." აცხადებს სებ-ი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი