საქართველოს მთავრობამ 90 მილიონი ლარი შიდა ვალი აიღო

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობამ 90,000,000 ლარის ოდენობის შიდა ვალი აიღო. 

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონი დღეს გაიმართა, სადაც მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

როგორც ეროვნული ბანკი წერს, ფინანსთა სამინისტრომ ბაზარზე 5-წლიანი ვადიანობის 90 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

"2022 წლის 27 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 187 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.826 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - წერს ეროვნული ბანკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი