"მთავრობაში რომ ხაჭაპურს შეჭამენ, ჩვენ ნამცეციც არ უნდა ვჭამოთ?" - ვითარება ახალ წელს რეგიონებში 

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში ყოველდღიურად მძიმდება, პროდუქტებზე ფასები კი იზრდება.  განსაკუთრებით რთული ვითარებაა  რეგიონებშია.

ქუთაისში მოვაჭრეები, რომლებიც წლებია ამ სფეროში მუშაობენ, ამბობენ, რომ ასეთი მდგომარეობა ქუთაისში არასდროს ყოფილა. საახალწლო დღეებში ბაზარში მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოსტენულს ცალობით, რძის პროდუქტებს კი გრამობით ყიდულობენ.

"მდგომარეობა ცუდადაა, თავში რომ სხედან იმათი ხომ კარგადაა? მაგენი, რომ ხაჭაპურს შეჭამენ, 24 ლარი ღირს ყველი, ჩვენ ნამცეციც არ უნდა შევჭამოთ? ნამცეცი რომ დასცვივდება გაჭრილს ის მაინც? უსირცხვილო მთავრობა გვყავს, ცეცხლი უკიდია ყველაფერს, რით უნდა იცხოვროს ხალხმა",- ამბობენ მოქალაქეები. 

ფასები განსაკუთრებით ხილზე, ბოსტნეულსა და რძის ნაწარმზეა გაზრდილი.

"ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ძალიან. ხალხი გაჭირვებულია, იმხელა ფასი ღირს და ვერ ყიდულობს...ამ მთავრობამ დაღუპა ქვეყანა", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მძიმე სოციალურ ფონზე, ეკონომიკის ექსპერტები 2023 წელს პროდუქტების ფასების ზრდას ვარაუდობენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი