წლიური ინფლაცია 9.8%-ია - ნახეთ, რომელი პროდუქტები რამდენით გაძვირდა

გამოქვეყნდა:

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 27.4 პროცენტი
  • პური და პურპროდუქტები - 22.1 პროცენტი
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 21.4 პროცენტი
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 18.4 პროცენტი
  • რძე, ყველი და კვერცხი - 17.5 პროცენტი
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 14.1 პროცენტი
  • თევზეული - 13.4 პროცენტი
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.7 პროცენტი
  • ზეთი და ცხიმი - 6.8 პროცენტი
  • ხილი და ყურძენი - 6.4 პროცენტი

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 37.4 პროცენტი
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 10.9 პროცენტი
  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 5.1 პროცენტი.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე 11.6 პროცენტი და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 5.2 პროცენტი.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3 პროცენტიანი მატება. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების - 10.8 პროცენტი, ისე თამბაქოს ნაწარმის - 7.6 პროცენტი - ქვეჯგუფებზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი