
გალერია თბილისი შენობიდან მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ძლიერი დაკვამლიანების გამო ავტომატური სახანძრო განგაში ჩაირთო. ცენტრი დღეს მუშაობას აღარ გააგრძელებს:
"გალერია თბილისში არსებულ ერთ-ერთ ობიექტში ძლიერი დაკვამლიანების გამო ჩაირთო ავტომატური სახანძრო განგაში, რის გამოც განხორციელდა შენობის სრული ევაკუირება. ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შენობაში შეიმჩნევა კვამლის სუნი სავაჭრო ცენტრი დღეს აღარ გააგრძელებს ოპერირებას.
გალერია თბილისის სამუშაო საათები განახლდება 4 იანვარს 10:00 საათიდან
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" აცხადებენ გალერია თბილისში.