თბილისში პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს. კოტე აფხაზის ქუჩაზე მისულ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველები კი ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდებს შორის დაოპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.