თბილისში პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს. ცნობილია, რომ შემთხვევა გვიან ღამით კოტე აფხაზის ქუჩაზე მოხდა.
ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.