
"მე არ ვიცი რა გადმოგვცა 2008 წლის ომის შემდეგ უკრაინამ, რამდენადაც მე ვიცი, თუ რამე იყო გადმოცემული ეს იყო შესყიდული. შესაბამისად, თუ შესყიდულიყო ეს არის საქართველოს და ქართული შეიარაღების საკუთრება" - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
"ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. ამიტომ კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ვერც ერთი მცდელობა, სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარედ აი, ამ ომის და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯები ვერ გადაიდგმება. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ ყოველთვის, თუმცა, რაც შეეხება საომარი კუთხით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში", - თქვა მიქანაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ კიევმა თბილსს სთხოვა "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველომ უკრაინისგან 2008 წელს, რომ დროს მიიღო.
ამავე თემაზე: