ხალხის ნაცვლად, ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე მორგებული სახელმწიფო ბიუჯეტი. ხელფასების გაზრდის შემდეგ გორელი საჯარო მოხელეებისთვის ახალი წელი განსაკუთრებით შემოსავლიანი იყო. თვიური ანაზღაურების 70 პროცენტი მუნიციპალიტეტში დასაქმებულებმა დანამატის სახით მიიღეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს, გორელი მაღალჩინოსნებისთვის არც კრიტიკა და მძიმე სოციალური ფონზე საახალწლო ჯილდოების დარიგება
პრობლემას არ წარმოადგენს.