ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობის სახურავი. ამავე ქუჩაზე პერიმეტრი ჩაიხერგა, რის გამოც დროებით შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობაც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩის რეაბილიტაციის დროს ნაძვის ფესვები ჩაჭრეს, რის გამოც ხე მარტივად იქცევა.
ფოტო: მთავარი არხი.
იმერეთში მეორე დღეა ძლიერი ქარის გამო სტიქიას ებრძვიან. მოსახლეობის ნაწილი გაზის, წყლისა და ელექტრო ენერგიის გარეშეა. იხილეთ: