"რუსთავის აზოტი" სინგაპურულმა კომპანიამ იყიდა

გამოქვეყნდა:

რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო სინგაპურულმა კომპანიამ, Indorama Corporation-მა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, Indorama Corporations მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტი საწარმო აქვს გახსნილი და 45 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 

"სინგაპურული კომპანია წლების მანძილზე სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული", - ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, კორპორაცია მომდევნო წლებში გეგმავს საწარმოს მოდერნიზებასა და წარმოების გაფართოებას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი