"ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად ცუდია" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გიული ალასანია კლინიკა ვივა მედში ცოტა ხნის წინ მივიდა.

დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მონახულებამდე მან ჟურნალისტებთან საუბრისას, კომენტარი გააკეთა პოლონეთის სეიმის რეზოლუციაზეც.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად ცუდია. კონკრეტული არაფერი ვიცი, ვიცი, რომ უკრაინული მხარე არასდროს გაჩერებულა ჩემი შვილის მიმართულებით და მუდმივად რაღაცას ცდილობენ, ახლა ზუსტად რა სტადიაა და როგორაა ჯერჯერობით არ ვიცი. შაბათ-კვირას როგორც წესი, თითქმის არავინ შედის, ერთადერთი პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილება, რაღაც კარგი იყო", - თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, გუშინ, 13 იანვარს პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, სეიმი ითვალისწინებს საერთაშორისოდ აღიარებული ექიმების რეკომენდაციებს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოს მეგობრებს, აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, იმოქმედონ  მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი