პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნდა:

პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპებით, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უმაღლესი ღირებულება და მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაუტარდეს მიხეილ სააკაშვილს საჭირო  მკურნალობა. 

სეიმი ითვალისწინებს საერთაშორისოდ აღიარებული ექიმების რეკომენდაციებს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოს მეგობრებს, აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, იმოქმედონ  მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

რეზოლუციის პროექტი სეიმის პრეზიდიუმმა წარადგინა. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა მალგოჟატა გოშევსკამაც. პოლოეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნონა მამულაშვილს შეხვდა. ის წერს: "მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ამ ბრძოლაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან გამარჯვებას და მ.სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. პოლონეთისა და პოლონელების დიდი მეგობარი უბრალოდ იმსახურებს ამას!". 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი