ბერძენიშვილისთვის ლექციის ჩაშლა - "კონსერვატიული პარტიის" წევრი ამბობს, რომ ამ დრომდე არ გამოუკითხავთ

გამოქვეყნდა:

ყვარელში, ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციის ჩაშლაში ერთ-ერთი მონაწილე, "კონსერვატიული პარტიის" თელავის ოფისის მენეჯერი ამბობს, რომ პოლიციას გამოკითხული ამ დრომდე არ ჰყავს. გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ აყენებს ის შეურაცხყოფას ლევენ ბერძენიშვილს.

"ლევან ბერძენიშვილმა საკუთარ თავს მიაყენა შეურაცხყოფა იმ წუთიდან, როცა დაიწყო ჩვენი სიწმინდეების ლანძღვა. [პოლიციას] რეაგირება ჰქონდა, ჩადგნენ და ერთი 10-15 პოლიციელი იყო", - ამბობს გიორგი კარჭაული.

დეპუტატებმა დღეს შს მინისტრსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიმართეს კითხვით - დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი
მოკვლევა ადგილზე მისული პოლიციის და ადგილობრივი პოლიციის უფროსის 
სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან უმოქმედობის ფაქტის თაობაზე.

ცნობისთვის, ყვარელში გუშინ, 15 იანვარს "ალტ-ინფოს" წევრებმა და მხარდამჭერებმა ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე შეკრებილი პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილები იყვნენ და ბერძენიშვილი იქ "ფეხს ვერ დაადგამდა". ბერძენიშვილის თქმით, შეკრება ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი