ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული, უხარიათ, რომ ლექცია ჩაშალეს - ბერძენიშვილი ყვარელზე

გამოქვეყნდა:

გუშინ ყვარელში, ევროატლანტიკურ ცენტრთან, სადაც ამერიკული კუთხე ფუნქციონირებს, ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე შეკრებილი პრორუსული "ალტ ინფოს" წევრები და მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ერეკე მეორის შვილიშვილები იყვნენ და ბერძენიშვილი იქ "ფეხს ვერ დაადგამდა".

ლექციის თემა იყო "ილია და აქტივიზმი", მას სკოლის მოსწავლეები უნდა დასწრებოდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ადგილზე პოლიციის გამოძახება მოუწიათ, საბოლოოდ კი ლექცია ჩაიშალა. 

ლევან ბეძენიშვილი ამბობს, რომ წინასწარ ორგანზიბეული დახვედრის უკან ხელისუფლება დგას.

"დამირეკა მათმა წარმომადგენელმა, თქვა რომ მე ვარ "ალტ ინფოს" ჟურნალისტი და ჩვენებმა ჩაგიშალესო. 30 კაცი იქნებოდა დაახლოებით, იყო 3 პოლიციელი, რომელიც ამ 30 კაცს ვერ გააკონტროლებდა, ეს ბუნებრივია, ყველა შესასვლელი გადაკეტეს და ფიზიკურად იქ მე ვერ მოვხვდი, ამ ბავშვებთან. 

ასეთი რამე ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ. ხომ უნდა შეწუხდეს ხელისუფლება, რომ მოქალაქეს არ აძლევენ ლექციის ჩატარების უფლებას, სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მე ლექცია არ უნდა ჩავატარო, ხომ არ არსებობს, დანაშაული არ მიმიძღვის ხომ მე, არ დადგენილა ასეთი რამ, ამიტომ უნდა შეწუხებულიყო სახელმწიფო, შეწუხებული კი არა, გახარებულები არიან, რომ ლექცია ჩაშალეს", - თქვა ბერძენიშვილმა. 

ყვარელის ევროატლანტიკური კლუბის ხელმძღვანელი, ნიკა გურინი ამბობს, რომ ადგილზე შეკრებილები ბავშვებსაც არ აძლევდნენ შენობაში შესვლის საშუალებას, არ ატარებდნენ მანქანებს, ამბობდნენ, რომ იყვნენ ერეკლეს შვილიშვილები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი