"მორიგი სალაფავი უბედურებისთვის" | ზურა ჯაფარიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"მორიგი სალაფავი უბედურებისთვის" - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე წერს და თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასა და ფასებზე ზედა ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. 

მორიგი სალაფავი უბედურებისთვის

უბედურებისთვის იმიტომ რომ თუ ვინმე დაზარალდება ამ მავნებლობით, ისევ ეგ ხალხი იქნება

1. თურქეთის ბაზრის გახსნაზე - წლები ვითხოვდით ამას. მხოლოდ ახლა გააკეთეს. ამ წლების განმავლობაში ადამიანები დაიხოცნენ იმიტომ რომ ვერ გაწვდნენ საჭირო წამლების ყიდვას. ამაზე ვინაა პასუხისმგებელი? ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიარდი დოლარი გავიდა ქვეყნიდან ძვირი წამლების შემოსატანად, რამაც ლარს დედა უტირა. ამაზე ვინაა პასუხისმგებელი?

2. ფასებზე ზედა ზღვარის დაწესებაზე - რა ხდება როდესაც რაიმე პროდუქტის ფასი ნაკლებია საბაზრო ფასზე? მომხმარებელს უჩნდება სტიმული მეტი იყიდოს, ხოლო მწარმოებელს/იმპორტიორს უჩნდება სტიმული ნაკლები აწარმოოს/შემოიტანოს. შედეგად - დეფიციტი და უხარისხო პროდუქცია ბაზარზე. ნებისმიერი ეკონომიკის სახელმძღვანელოს პირველი 30 გვერდის ფარგლებში წერია ეს. ფასის ზედა ზღვარის დაწესება თუ სწორია/ეფექტურია, რატომ არ ვაკეთებთ იგივეს სხვა პროდუქტებზე? მაგალითად საკვებზე?

როცა არ შეგიძლია (არ გესმის/ არ გინდა) პრობლემის მოგვარება (სიღარიბის დაძლევა, ხალხის გამდიდრება), იწყებ პოპულისტური სირობების კეთებას და არსებულს ახალ პრობლემებს ამატებ

10 წელია ამით არიან დაკავებული, სხვა ნაბიჭვრობებთან ერთად, - წერს ზურა ჯაფარიძე.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი