სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მთავარ ოფისთან ისინი ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ზემდგომი პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
მედიცინის პროფკავშირების წარმომადგენლები თვეების განმავლობაში უშედეგოდ აპროტესტებენ სასწრაფო დახმარების ექიმების სამუშაო პირობებს.
გვაქვს ადმინისტრაციულ შენობაში, ამ შენობაში კონკრტულად, ჩვენი პროტესტის გამოხატვის უფლება, გავაგრძელოთ ჩვენი უწყვეტი პროტესტი. მშვიდობიანი, რასაკვირველია, და ამას ამ წუთას გვიზღუდავენ და რა უფლებით გვიზღუდავენ ამას და რა საფუძვლებით, ამის გარკვევას ველოდებით ახლა", - ამბობს სასწრაფოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
"ჩვენ გვშია დღეს" - ასე მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მათი თქმით, ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა თანამშრომლების და უბრალოდ, ახლა, მიზეზად დაიდეს, რომ ირღვევა შიდა განაწესი, არასამუშაო დღე არის და უნდა დატოვოთ... რა თქმა უნდა, იძულების წესით ვერ გამოუშვეს თანამშრომლები, მაგრამ ვინც არიან აქტივისტები და გარეთ გამოუშვეს, მათ შიგნით აღარ უშვებენ და მოვედით ამის მხარდასაჭერად... ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს, - ამბობს ის.