ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას, მცირედი დადებითი დინამიკით - ექიმი საგარეჯოში დაჭრილ 24 წლის ბიჭზე

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი 3 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს. მათ შორის ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის, 24 წლის ბიჭის კი სტაბილურად მძიმე.

"ორის მდგომარეობა, რომელიც განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას, დამაკმაყოფილებელია, დილისათვის, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე არის, თუმცა ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას, მცირედი დადებითი დინამიკით", - თქვა ექიმმა.

ცნობისთვის, 20 იანვარს მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულ 4 ადამიანს დღეს დაკრძალავენ, მათ შორისაა პოლიციელი, ოთარ ღვინაშვილიც. ერთი დაღუპულის დაკრძალვა კი ხუთშაბათს იგეგმება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი