"მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, გორში, კომბინატის დასახლებაში, საკანალიზაციო ჭების შეკეთება დაიწყეს. ამ წუთებში ადგილზე სპეცტექნიკაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, ადგილობრივების ინფორმაციით, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე წყალი ჟონავს, შემდეგ ის იყინება და გადაადგილებისთვის სახიფათოა. გზა სკოლასთან არის ახლოს. დღეს კი ერთ-ერთ მოსწავლეს მანქანა შეეჯახა, რომელიც ყინულზე მოცურდა. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.