UEFA-ს სუპერთასის მატჩი რუსეთში აღარ ჩატარდება - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 16 აგვისტოს, მატჩი გაიმართება არა რუსეთის ქალაქ ყაზანში, არამედ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პირეოსის სტადიონზე.