პროტესტი ფონიჭალაში - დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გზა გადაკეტა 

გამოქვეყნდა:

დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გზა გადაკეტა. ამ წუთებში ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ბაჩალიაშვილის ოჯახი და მეზობლები აქცია მართავენ. ისინი პოლიციას და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, დაკარგული გოგონას ოჯახი საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს. ამ დროისათვის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, არ ჰყავს ადვოკატი და შესაბამისად, არ აქვს საქმის მასალებზე წვდომაც.

ოჯახი ითხოვს სამართალდამცველებმა სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას, საქმის კურსში ჩააყენონ და წვდომა ჰქონდეთ კამერებისა და სატელეფონო ჩანაწერებზე.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი უკვე მეოთხე დღეა ეძებს. ახალგაზრდა ბოლოს თეთრიწყაროს მუნიცეპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში ნახეს. ვერსად პოულობენ მის ავტომობილსაც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი