ჭავჭავაძეზე, გზის სავალი ნაწილის შუაში დამონტაჟებულ ბორდიურზე მანქანა შევარდა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ვაკეში - ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი გზის სავალი ნაწილის შუაში დამონტაჟებულ ბორდიურზე შევარდა. ინციდენტი ვაკის პარკის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჭავჭავაძის გამზირზე, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის შუაში, ბორდიურები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში დაამონტაჟეს.  

30 ივნისს ახლადდამონტაჟებულ გაჩერებაზე ავტომანქანა "შკოდა" შევარდა

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის 30 მაისს დაიწყო. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად სამი თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი გაგრძელდა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი