პროტესტი მცხეთის მუნიციპალიტეტში - აქციის მონაწილეებს მცხეთა-მთიანეთის მერი შეხვდა

გამოქვეყნდა:

სოფელ ვარდისუბანში, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის მოსახლეობა აქციას მართავდა, მცხეთა-მთიანეთის მერი მივიდა. დიმიტრი ზურაბიშვილი მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. თუმცა რა ფორმით და რა გზით, უცნობია. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთი კვირის ვადაში პრობლემა არ მოგვარდება უწყვეტ აქციებს დაიწყებენ. აქციის მონაწილეები კარიერების მშენებლობას აპროტესტებდნენ.

მოსახლეობის თქმით, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კარიერია და დამატებით კიდევ რამდენიმე კარიერის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც მათი თქმით, სარწყავი წყლის პრობლემას უქმნის. 

"ჯერ მათ წარმომადგენლებს ექნებათ კარიერების მფლობელებთან შეხვედრა და მეორე კვირას ჩვენ შევხვდებით ისევ. შედეგი რა იქნება იმის მიხედვით გადავწყვეტთ ყველაფერს. კარიერების დემონტაჟი უნდა მოხდეს სასწრაფოდ, წავიდნენ, 15 წელზე მეტია ამ ხეობას ანადგურებენ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები სოფლის მიმდებარედ კარიერების მშენებლობას აპროტესტებენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი