ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქს გუშინ ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქს გუშინ მთელი დღის განმავლობაში ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა. ადგილობრივებს ელექტროენერგია "ენერგო პრო ჯორჯიამ'' გადაუხდელობის გამო გამოურთო, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ძირითადად სოციალურად დაუცველები არიან და გარკვეული ქულების მქონე ოჯახებს სახელმწიფო სუბსიდიის სახით ელექტრო ენერგიის გადასახადს უფინანსებს. აქედან გამომდინარე ადგილობრივებმა შუქის გადასახადი არ გადაიხადეს, რის გამოც შეუწყდათ ელექტრო მომარაგება.

ოცნების ქალაქში მცხოვრებლები მძიმე ეკონომიურ პირობებზე საუბრობენ და ხელისუფლებას დავალიანების დასაფარად დახმარებას სთხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი