უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დაკვირვებას განაგრძობს.
როგორც ფონდის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამაღლობელის "საქმე შემზარავი შეხსენებაა, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საქართველოში".
"ამ კვირაში ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დაბადების დღე ციხეში გაატარა. მის ბოლო სხდომაზე: სასამართლომ ჩახსნა დაცვის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ. პროკურატურამ გამოიყენა სადავო საქმეები, რათა მზია "განმეორებით დამნაშავედ" გაესაღებინა. პოლიციამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუჩენიათ. მზიას საქმე შემზარავი შეხსენებაა, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საქართველოში. მსოფლიო აკვირდება ამ საქმეს", - წერს კლუნების ფონდი.
ამავე თემაზე: