გელათი სამუდამოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე | წულუკიანის პასუხი ჩუბინაშვილის ცენტრის უმძიმესი დასკვნის შემდეგ

გამოქვეყნდა:

გელათს სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე ემუქრება - ეს არის უმძიმესი დასკვნა ტაძრის შესახებ, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა. მთავარი, რაზეც ოფიციალურ დოკუმენტშია საუბარი, ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ხარისხი და შედეგია.

ექსპერტები წერენ, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული პროექტები ძეგლისთვის სავალალო აღმოჩნდა და კიდევ უფრო დააზიანა მისი მდგომარეობა. ასეთი კრიტიკა კულტურის მინისტრმა უყურადღებოდ არ დატოვა - დასკვნის გამოქვეყნების დღესვე მისი ავტორები სამინისტროში დაიბარეს, შემდეგ კი მინისტრის ბრძანებით ჩუბინაშილის ცენტრში აუდიტი გაიგზავნა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი