მეორე ვადით მუშაობის გაგრძელებას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვფიქრობ - სებ-ის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, 2 მარტს უფლებამოსილების ვადა ეწურება. როოგრც ის ამბობს, აღარ აპირებს ამ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას, შემოთავაზების შემთხვევაშიც კი:

"ვფიქრობ, რომ 7 წელი საკმაოდ ბევრი გამოწვევებით იყო სავსე, ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემთვის ახლა უფრო საინტერესო სხვა მიმართულებით და სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება იქნება. ასე რომ, მეორე ვადით მუშაობის გაგრძელებას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვფიქრობ. იმ ადამიანს ვინც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ და ვუსურვებ, რომ იმაზე მეტს მიაღწიოს, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს შევძელით" განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, დღევანდელ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა პრეზიდენტის რანგში. მან 55 ასეთი სხდომა გამართა და ამ პერიოდის განმავლობაში 12-ჯერ მოხდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, 10-ჯერ მონეტარული პოლიტიკის შემცირება, 34-ჯერ შენარჩუნებული იქნა საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეს უცვლელად, 11%-ზე დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი