"საერთო საქმეა, ერთიანობა გვჭირდება" - კობიაშვილი ერთკანდიდატიან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ

გამოქვეყნდა:

სფფ-ს ერთკანდიდატიანი არჩევნების გამარჯვებულმა ლევან კობიაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ერთიანობაზე ისაუბრა ქართული ფეხბურთის მომავლისთვის. მან აღმასკომის ახლადარჩეულ წევრებსაც მიულოცა და მომავალი 4 წლის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

"საერთო საქმეა, ერთიანობა გვჭირდება, ერთ გუნდად ყოფნა გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ  ამ შემთხვევაში გვექნება უკეთესი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი სურვილი, მიზნები, მადლობა მხარდაჭერისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობაა, უდიდესი პატივია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებული ხვალინდელი დღე გვქონდეს."თქვა კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად  ლევან კობიაშვილი დღეს მესამედ აირჩიეს. არჩევნებში მის გარდა, სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა. ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობაზე  კობიაშვილს მხარი ოცდარვავე დელეგატმა დაუჭირა. ის  ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი