თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
შეგახსენებთ, რომ წუხელ, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. უკანასკნელი ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად გარდაიცვალა 500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავდა 2,300-ზე მეტი.